LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომ არა ზალიკო უდუმაშვილი, პარტიის არსებობა-არარსებობა 2017 წელს სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დამდგარიყო: ნიკა მელია

123
994

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას თქმით, ზაალ უდუმაშვილი მის გუნდს ყველაზე რთულ პერიოდში შემოუერთდა.

“რომ არა ზალიკო უდუმაშვილი, ამ პარტიის არსებობა-არარსებობა 2017 წელს სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დამდგარიყო, დიდი მადლობა ამისთვის და არამხოლოდ ამისთვის.

რომ არა ზალიკო უდუმაშვილის გადაწყვეტილება, რომ შემოგვიერთდა ბრძოლის ველზე, გამიჭირდება იმის თქმა, რომ ჩვენ 2017 წელს შევძლებდით არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ვფიქრობ, ერთად ურთულესი 5 წელიწადი გავიარეთ. ჩვენი თანამშრომლობით და მეგობრობით ჩვენ მხოლოდ გავძლიერდით.

როგორც თანამებრძოლს, მეგობარს, უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ 2017 წლისთვის. შეიძლება გარედან არ ჩანდა, თუ რა გამოწვევების წინაშე ვიდექით, მაგრამ მერწმუნეთ, კარგად მახსოვს ის პერიოდი და მას შემდეგ დღემდე იმ ბრძოლისთვის, რომელსაც დაუღალავად ეწეოდა ზალიკო. მიმაჩნია, რომ ის ნაბიჯი, რომელსაც ის ახლა დგამს, არანაკლებ მძიმე იქნება, რადგან ამ ქვეყანაში თუკი რაიმე არის დასაცავი, ეს არის თავისუფალი სიტყვა და ამ პროცესში ზალიკო უდუმაშვილი იტყვის ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას. წარმატებები ზალიკოს და მადლობა“, – განაცხადა ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები