„კანდიდატის სტატუსის არმინიჭება გაზრდის ნიჰილიზმს ხალხში და შექმნის სერიოზული უსაფრთხოების რისკებს რეგიონში”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისივე სიტყვებით, შეცდომა იქნება ნებისმიერი ფორმალური საბაბის წარდგენა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის წინაშე, რომ მაგალითად – „სასამართლო სისტემა უკეთესი უნდა გქონდეთ“.
“კანდიდატის სტატუსის არმინიჭება იქნება მძიმე ნაბიჯი, რომელიც მიღებული იქნება რუსეთის მიერ გზავნილად, რომ დასავლეთს არ შესწევს ძალა დაიცვას თავის პარტნიორები ამ რეგიონში და გადადგას ნაბიჯი მათთან მეტი ინტეგრაციისთვის, ეს იქნება აღქმული დაახლოებით ისე, როგორც 2008 წლის ომის წინ მაპ-ის არმინიჭება
ამიტომ საქართველოს, კანდიდატის სტატუსი ისევე, როგორც უკრაინას და მოლდოვას, უნდა მიენიჭოს. თუ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, ეს აღიქმება სისუსტედ და გამოიწვევს მძიმე შედეგებს. შეცდომა იქნება ნებისმიერი ფორმალური საბაბის წარდგენა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის წინაშე, რომ მაგალითად – „სასამართლო სისტემა უკეთესი უნდა გქონდეთ“. შეგახსენებთ, მოლდოვას პირდაპირ ჩაუწერეს იმ მკვლევრებმა, რომლებიც საქართველოსაც აკრიტიკებენ, რომ პოლიტიკური კორუფციაა მათ მართლმსაჯულების სისტემაში. აი, ასეთი საბაბებით თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება სტატუსის არმინიჭებაზე, ეს იქნება შეცდომა და გამოიწვევს არასასურველ შედეგებს პირველ რიგში ამ ქვეყნებისთვის და ამასთან, დასავლეთისთვის, რადგან ეს აგრესორი ქვეყნის მხრიდან სისუსტედ იქნება აღქმული,“- განაცხადა დავითულიანმა.