LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა – რა საკითხები განიხილეს მხარეებმა

83
Untitled design (1)

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა.

“ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია ჩვენი პრიორიტეტია” – ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა  ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივები იყო.

“პრემიერის თქმით, ქვეყანა აფასებს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების ურყევ მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან დროს, როდესაც ქვეყანა ევროკომისიის შეფასების და საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინშია.

შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სოლიდარობა უკრაინელების მიმართ, ასევე, აღნიშნა რომ ამ დროისთვის უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქართველოდან საჰაერო და სახმელეთო გზებით უკრაინაში 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს ევროპარლამენტის მხრიდან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესში უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში იმყოფება.

პრემიერი დღესვე ევროსაბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.