LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველოდები ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ ბურთი არსებითად ევროპული კომისიის მოედანზე იქნება: კარლ ჰარცელი

87
karl-h

“ველოდები ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ ბურთი არსებითად ევროპული კომისიის მოედანზე იქნება”,-ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იმედოვნებს, რომ პასუხს დროულად მიიღებს და ეს შეიძლება მოხდეს შემდეგი კვირის დასაწყისს.

„მეორე ნაწილის პასუხებთან დაკავშირებით ჩემი მოლოდინი არის, რომ დაპირებისამებრ მოვა დროულად. ეს მოხდება სამშაბათს ან სხვა დღეს. მჯერა, რომ ეს შემდეგი კვირის დასაწყისი იქნება“, – განაცხადა ჰარცელმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილი კი, საქართველომ ევროკომისიას 10 მაისისთვის უნდა გადასცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები