LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებით დასტურდება და იზრდება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძალა: ღარიბაშვილი

86
ირაკლი ღარიბაშვილი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ “საქართველოს მხარდამჭერი აქტის” დამტკიცებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმიანება.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა

“აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდაჭერის შესახებ საკანონმდებლო აქტის მიღებით კვლავ დასტურდება და იზრდება ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძალა.

საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას, მის ხელმძღვანელობას და მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს – ადამ კინზინგერსა და ჯერი კონოლის”, – წერს ღარიბაშვილი “ტვიტერში”.

შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები