LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლება არ დაუშვებს არც ერთი სანქცირებული პირის უკანონო საქმიანობას საქართველოში – ღარიბაშვილი

83
EA24F51B-AEF2-4E0E-A778-69D3AF0B828A_cx0_cy4_cw0_w1080_h608

ჩვენ არც ერთ იურიდიულ, თუ ფიზიკურ პირს არ მივცემთ უფლებას, რომ გამოიყენოს ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომელიც არ გადაიხედება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, კოორდინაცია ჩვენს პარტნიორებთან და მინდა, ყოველგვარი სპეკულაცია ამ თემაზე დასრულდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის საქართველოს ხელისუფლების პრინციპული პოზიცია. „საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს არც ერთი სანქცირებული იურიდიული თუ ფიზიკური პირის არალეგალურ, უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე,“- აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები