საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში წარიმართა და „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს.
“ჩვენმა კანდიდატმა დამაჯერებლად გიამარჯვა, 70% აიღო და მინდა მას მივულოცო. ამით ყოველგვარი სპეკულაცია დასრულებულია. ჩვენ ახლა უნდა შევუდგეთ საქმეს, მხოლოდ საქმე, საქმე და საქმე, ეს უნდა იყოს ჩვენი ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის მთავარი საზრუნავი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება.
ხალხი მომავალშიც გვერდით დაგვიდგება, რომ მათზე ვიზრუნოთ: თორნიკე რიჟვაძე შუალედურ არჩევნებზე