LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირის წევრობა არის ის, რასაც მრავალი წელი დასჭირდება, უკრაინაში ომს კი პასუხი უახლოეს საათებში უნდა გავცეთ

353
ჟოზეფ ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი განცხადებით, უკრაინას აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, მაგრამ წევრობა, დღეს ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

ამის შესახებ ბორელმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა მხარი დაუჭირა უკრაინის მცდელობას ევროკავშირს დაჩქარებული წესით შეუერთდეს

ჩეხეთის მთავრობის მეთაურის თქმით, აუცილებელია ცხადად განიმარტოს, რომ მიესალმებიან უკრაინის მიღებას დემოკრატიული ქვეყნების ევროპულ საზოგადოებაში.

„დღეს ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, დამიჯერეთ. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უფრო პრაქტიკულ საკითხებზე. ევროკავშირის წევრობა არის ის, რასაც მრავალი წელი დასჭირდება. უკრაინაში ომს კი პასუხი უახლოეს საათებში უნდა გავცეთ. არა უახლოეს წლებში, არამედ მომდევნო რამდენიმე საათში“, – განაცხადა ბორელმა.

„უკრაინას აშკარად აქვს ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა ვებრძოლოთ აგრესიას. მსოფლიო არ დაუშვებს, რომ ძლიერმა ქვეყანამ დაამარცხოს მეზობელი ქვეყანა თავისი სამხედრო შესაძლებლობების გამოყენებით. თუ დავუშვებთ, ეს იქნება „ჯუნგლების კანონი“, -აღნიშნა მან.

ზელენსკი: უკრაინა ევროკავშირს ახალი სპეციალური პროცედურის საშუალებით უნდა შეუერთდეს

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები