LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და სააკაშვილს მორალური უფლება არ აქვთ, ომსა და მის შედეგებზე ისაუბრონ – მამუკა მდინარაძე

70

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ლიდერს არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, ომსა და მის შედეგებზე ისაუბრონ, – ასეთი შეფასება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ ფრანკუფრტში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ერთი სიტყვა არ უთქვამს ოკუპაციაზე.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, პრემიერს გაერო-ს ტრიბუნაზე ჰქონდა ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა, სადაც ოკუპაციაზე მთელი სიმძაფრით ისაუბრა.

“მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, მამუკა ბახტაძე არის ძალიან ადეკვატური და ბოდიში მამუკასთან , რომ საერთოდ შედარებას ვაკეთებ, არ შეიძლება ასეთი რაღაცის გაკეთება წესით იმიტომ, რომ მამუკა ბახტაძე გამოდიოდა გაეროს ტრიბუნაზე და მას ჰქონდა ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა. მან ილაპარაკა ოკუპაციაზე მთელი სიმძაფრით და მისი გამოსვლა საერთაშორისო პარტნიორების მიერ მოწონებულ იქნა. გამოსვლაში  იყო ყველა საჭირო მესიჯი,  რაც ქვეყნის ინტერესებში ჯდებოდა. ქართულად რომ იყო ეს გამოსვლა, ესეც ძალიან კარგი. რაც შეეხება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას, მან ისაუბრა ქართულ კულტურაზე. ეს იყო ის პლატფორმა,  სადაც კულტურაზე უნდა ესაუბრა პრემიერმინისტრს ძირითადად. მიუხედავად ამისა მან ასევე ისაუბრა სუვერენიტეტზე, ქვეყნის მთლიანობაზე და მე ვფიქრობ რომ შედარება, გაკიცხვა სააკაშვილის მხრიდან მისი არის ამაზრზენი საქციელი ადამიანის მხრიდან , რომელიც პრაქტიკულად შემოუძღვა რუსულ ჯარს საქართველოში. ნაციონალურ მოძრაობას და მის ლიდერს არანაირი მორალური უფლება არ აქვთ ილაპარაკონ ომზე და მის შედეგებზე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.