ევროპარლამენტარმა და საქართველოს მეგობარმა, ანა ფოტიგამ სპეციალურ რეზოლუციაში შესწორება შეიტანა.
მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა მიიღო დოკუმენტი საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) განხორციელების ყოველწლიური ანგარიშზე დაყრდნობით, ტექსტში შესწორება სწორედ ანა ფოტიგას ინიციატივით შვვიდა. ამ შესწორებით, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს, აღიარონ საქართველოს და უკრაინის ევროპული პერსპექტივა.
„იმეორებს, რომ საქართველოსა და უკრაინას აქვთ ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და შეუძლიათ, განაცხადი გააკეთონ ევროკავშირის წევრობაზე იმ პირობით, რომ ისინი დაიცვან კოპენჰაგენის ყველა კრიტერიუმს და დემოკრატიის პრინციპებს, პატივს სცემენ ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ადამიანის უფლებებს, უმცირესობათა უფლებებს და დაიცვას კანონის უზენაესობას; ამიტომ, მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, აღიარონ საქართველოსა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნების უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის და წარმოადგენს მამოძრავებელ ძალას, რომ მათ გააგრძელონ შიდა რეფორმები“.
My amendment to #CFSP🇪🇺 report on Georgia's and Ukraine's European perspective has been adopted today.
Happy #UnityDay, Ukraine🇺🇦!#Sakartvelo🇬🇪! pic.twitter.com/wrycNh5iSn
— Anna Fotyga (@AnnaFotyga_PE) February 16, 2022