დღეს დილიდან ირაკლი ღარიბაშვილს არაერთი დამცველი გამოუჩნდა, რომლებიც ცდილობენ, მისი განცხადება ვაქცინაციასთან დაკავშირებით, კონტექსტიდან ამოგლეჯილად წარმოადგინონ. ამჯერად პრემიერის სიტყვების განმარტება საკუთარ თავზე ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა აიღო. ზურაბ აზარაშვილი ცდილობს, საკუთარი არგუმენტებით დაამტკიცოს, რომ ღარიბაშვილი ანტივაქსერი არ არის.
“რა საკვირველია, პრემიერი ანტივაქსერი არ არის და შეუძლებელია, რომ იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს ორი ვაქცინაცია გაკეთებული და ის ძალიან აქტიურად იყო ჩართული ვაქცინაციის ყველა კამპანიაში, სამოტივაციო სისტემაში, რაც 50 წელზე ზემოთ ჩვენს თანამოქალაქეებზე გავაკეთეთ“, – ამბობს აზარაშვილი.
"ღარიბაშვილს სურს საჯარო კონფლიქტი გამყრელიძესთან, რომ იგი შეცვალოს" - ზურაბ ჭიაბერაშვილი
"რატომ თქვა ღარიბაშვილმა ანტივაქსერული სისულელე"
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრი ცდილობდა, პრემიერის განცხადებაზე განმარტებები გაეკეთებინა.
„ომიკრონის შემთხვევაში, რადგან ეს ისეთი შტამია და გვაქვს ისეთი ვაქცინები, რომელიც ახალ შტამთან დაკავშირებით გადადების რისკს ნაკლებად აზღვევს, მან თქვა, რომ ინფიცირების შემთხვევაში ძალიან მსუბუქად გადაიტანა, რადგან ორჯერ ვაქცინირებული იყო, თორემ ომიკრონთან დაკავშირებით, როგორც იცით, „ფაიზერმა“ შექმნა ახალი ვაქცინა და მარტში გვექნება, რომელიც კონკრეტულად ამ მეექვსე შტამზე, ომიკრონზე მუშაობს და აქედან გამომდინარე იყო მისი ეს კომენტარი“, – ამბობს მინისტრი.