ირანის სამხრეთში, ქალაქ აჰვაზში სამხედრო აღლუმის დროს მომხდარი ტერაქტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულების ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე არ სახელდება.
აღნიშნულის შესახებ სააგენტო ISNA იუწყება. მისივე ინფორმაციით, ხალხის მისამართით ცეცხლი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა გახსნეს.
უსაფრთხოების ძალებმა 5 თავდამსხმელი გაანადგურეს.