LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბედნიერებას – სამეგრელოს გულიდან მეძლევა შესაძლებლობა, მივულოცო შობის დღესასწაული მთელს საქართველოს: ნიკა მელია

92
ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან მთელს საქართველოს შობის დღესასწაული მიულოცა.

როგორც მელიამ განაცხადა, საქართველო იმსახურებს ბედნიერებას და 2022 წელი ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძებნის წელიწადი უნდა იყოს. მისივე თქმით, რაც არ უნდა დაპირისპირებულები ვიყოთ ერთმანეთთან, მოგვიწევს ამ ქვეყანაში ცხოვრება.

„საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბედნიერებას და ძალიან მიხარია, რომ სწორედ სამეგრელოს გულიდან მეძლევა შესაძლებლობა, მივულოცო შობის დღესასწაული მთელს საქართველოს. მიმაჩნია რომ 2022 წელი უნდა იყოს ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძებნის წელიწადი. ჩვენ ერთმანეთი უნდა ვიპოვოთ. რაც არ უნდა დაპირისპირებულები ვიყოთ ერთმანეთთან, მოგვიწევს ამ ქვეყანაში ცხოვრება. ამიტომ, მინდა ვუსურვო მთელს ქვეყანას, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, ბედნიერება, წარმატება, სიყვარული და უნარი თანაცხოვრებისა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები