LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 9.4-ჯერ გაიზარდა

36
248893149-4428380150545266-1739292812459667206-n

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 348.8 პროცენტით გაიზარდა.

ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 92.5 პროცენტი შეადგინა და წლიურად 401.3 პროცენტით მოიმატა. ამავე ანგარიშის მიხედვით, სექტემბერში ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე დიდი წვლილი ვიზიტორების ზრდაში რუსეთიდან, უკრაინიდან და თურქეთიდან შემოსულმა ვიზიტორებმა შეიტანეს. ევროკავშირის ქვეყნებიდან კი ვიზიტორთა რაოდენობა 9.4-ჯერ გაიზარდა, რამაც მთლიან ზრდაში 44.0 პროცენტიანი წვლილი შეიტანა. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით გაიზარდა პოლონეთიდან და გერმანიიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები