Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ის, რომ პოლიციამ სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გასაღებით გააღო, მეტყველებს იმაზე, ვინ არის ჩამოშლილი: ირაკლი ღარიბაშვილი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის, რომ პოლიციამ სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გასაღებით გააღო, მეტყველებს იმაზე, ვინ არის ჩამოშლილი: ირაკლი ღარიბაშვილი

145
IRAKLI RARIBAsVILI

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ის, რომ პოლიციამ სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გასაღებით გააღო, მეტყველებს იმაზე თუ ვინ არის ჩამოშლილი“.

ღარიბაშვილის განმარტებით, სიტუაცია იყო სრული კონტროლის ქვეშ. ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინულ მხარეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.

სააკაშვილი უკვე მე-4 დღეა საქართველოშია… არანაირი ინფორმაცია ამ ჩამოშლილ და ჩამორღვეულ ხელისუფლებას არ ჰქონია: ეკა ხერხეულიძე

„მოსახლეობას ვეტყვი – ის ფაქტი, რომ ჩვენმა სამართალდამცავებმა მიხეილ სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გააღეს გასაღებით, ვფიქრობ, ბევრ რამეზე მეტყველებს. ვინ არის ჩამოშლილი და სრულად გაკოტრებული, მგონი, ეს ფაქტიც ამაზე მიუთითებს. ჩვენ იმაზე მეტი ვიცოდით და ვიცით, ვიდრე ვინმეს, თქვენ წარმოგიდგენიათ და მათ წარმოუდგენიათ. საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შედეგი მშვიდობიანი დამდგარიყო. შევარჩიეთ ის დრო და მომენტი, როცა სააკაშვილი იყო ამ ბინაში მარტო. ვფიქრობ, რომ ის, რაც ვთქვით, გავაკეთეთ. რაც შეეხება უკრაინულ მხარესთან ურთიერთობას, მე უკრაინულ მხარეს მადლობას ვუხდი საჯაროდაც, ვინაიდან ჩვენ ბოლო პერიოდში საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა და გვაქვს. თუნდაც, მეგის ქარდავას საქმე, ახლა უკვე სააკაშვილის საქმე მგონი მიუთითებს, რომ გვაქვს საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა. დანარჩენი გვესმის, რომ არის ფორმალური ხასიათის განცხადებები. პროცესი მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის არის გამჭვირვალე, ღია და ჩვენ კითხვებს პასუხგაუცემელს არ დავტოვებთ. პოლიცია ყოველთვის აფასებს რისკებს და ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები. ამის თაობაზე რა რისკები იყო, თვითონ შს სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახურები გააკეთებენ დამატებით კომენტარებს. მე დეტალების გამჟღავნებისგან თავს ვიკავებ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები