LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: რაც შეეხება იმას, რომ ეკონომიკა დუღს – ჰაერიდან არ მითქვამს ეს

93
6144e7880f539

“რაც შეეხება იმას, რომ ეკონომიკა დუღს, კარგად დაგიმახსოვრებიათ ჩემი ნათქვამი. შესაძლოა უტრირებულად ვთქვი, მაგრამ ჰაერიდან არ მითქვამს ეს”,- ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა “იმედის” ეთერში განაცხადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ “2007 წლის შემდეგ, ჩვენს ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ გვქონია”.

“ეს ფაქტი მე მახარებს, ვინაიდან ჩემს დროსაც მოხდა და ბედნიერი ვარ, ვინაიდან უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა და უფრო მეტი ზრდა იყო ეკონომიკის.

მილიარდ ორასი მილიონით გავზარდე ბიუჯეტი სულ რაღაც ექვს თვეში. ლარის კურსი დასტაბილურდა, გამყარდა და ეს ყველაფერი მახარებდა და ვთქვი, რომ ეკონომიკა სწრაფი აღმავლობის გზაზე დგას და ასეც არის. ეს თქვეს საერთაშორისო ორგანიზაციებმაც, რომ საქართველოს ეკონომიკა აღდგა იმაზე სწრაფად და ვითარდება, ვიდრე ეს იყო დაგეგმილი”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები