LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 ოქტომბერს “ქართული ოცნება” დამაჯერებლად იგებს არჩევნებს – ჩვენ გვჭირდება მხოლოდ სიმშვიდე, რაც არ სჭირდება რადიკალურ ოპოზიციას: კობახიძე

91
ირაკლი კობახიძე

“2 ოქტომბერს იცით, რომ “ქართული ოცნება” დამაჯერებლად იგებს ამ არჩევნებს.” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ოფისში ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ ევროკავშირის ოფისთან, მასსა და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღევანდელი ფაქტი ადასტურებს, რომ რაც მოხდა ოთხ მუნიციპალიტეტში, ეს არ იყო სპონტანური.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ახლა ერთადერთი, რაც ხელისუფლებას და საზოგადოებას სჭირდება, არის სიმშვიდე, რაც არ სჭირდება მელიას და ოპოზიციას:

“მინდა, ძალიან მოკლე კომენტარი გავაკეთო ნიკანორ მელიას დღევანდელ პროვოკაციასთან დაკავშირებით. ჩვენ გასული დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ვსაუბრობდით იმაზე, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისებში იგეგმებოდა მძიმე პროვოკაციები წინასაარჩევნო გარემოს ხელოვნურად გასაუარესებლად.

გასული რამდენიმე დღის განმავლობაში, ამის მაგალითები ვიხილეთ ქარელში, დმანისში, ბათუმსა და ხელვაჩაურში. დღევანდელი ფაქტი ნათლად ადასტურებს, რომ რაც მოხდა აღნიშნულ 4 მუნიციპალიტეტში, არ იყო სპონტანური პროვოკაციები და მათ უკან ნაციონალური მოძრაობის გეგმა იდგა. ამის მორიგი მაგალითი ვიხილეთ დღეს ნიკანორ მელიას შესრულებით, რომელიც არის უინტელექტო ხულიგანი და პროვოკატორი და რომელიც თავის პოლიტიკურ შანსს მხოლოდ პროვოკაციებში ხედავს.

სიმბოლურია, რომ ნიკანორ მელიამ პროვოკაცია განახორციელა ევროკავშირის ოფისის წინ, ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრამდე. ეს იყო დემონსტრაციული განაცხადი, რომ მელია არაფრად აგდებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს და სრულიად შეგნებულად, მათი ოფისის წინ აღვივებს პოლარიზაციას. დღევანდელი პროვოკაციაც ადასტურებს, რომ ძალზე რთულია ასეთ პროვოკაციებს პასუხი არ გასცე. ჩემთვისაც რთული იყო დღევანდელი პროვოკაციისა და შეურაცხყოფის მოთმენა, მით უმეტეს, კრიმინალის მხრიდან. საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი სიტყვებისთვის, რომელიც დღეს ჩემგან მოისმინა.

ამ ფონზე, კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, ჩვენი პარტიის წევრებსა და აქტივისტებს, მოთმინებით მიუდგნენ ნებისმიერ ასეთ პროვოკაციას. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მშვიდი და მშვიდობიანი საარჩევნო გარემო. 2 ოქტომბერს “ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს თვითმმართველობის არჩევნებში, რის შემდეგაც კრიმინალები საბოლოოდ ჩამოშორდებიან პოლიტიკას.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძე და ნიკა მელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან მოხდა. ნიკა მელია ევროკავშირის ოფისთან მაშინ მივიდა, როდესაც შეხვედრიდან გამოსული კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ისევე როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, ევროკავშირის ოფისში კარლ ჰარცელთან შესახვედრად იმყოფებოდნენ.

ვოლსკი მელიაზე: ეს ხეპრე ადამიანი საუბრობს ძალადობაზე. თითქოს, უფრთო ანგელოზები არიან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები