საქართველოს პრემეირ მინისტრის განცხადებით, საქართველოში ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით ტენდენცია სწრაფად მიმდინარეობს. გვაქვს 12% ზრდა.
მთავრობის მეთაურმა ამის შესახებ ქართული ოცნების“ ხაშურის მერობის კანდიდატის, თენგიზ ჩიტიაშვილის წარდგენისას განაცხადა.
“ამ დროს გამოდიან და ურცხვად, უტიფრად ატყუებენ მოსახლეობას და მართლაც აპოკალიპტურ სურათს ქმნიან. დიახ, მათთვის 2 ოქტომბერს მართლაც იქნება აპოკალიფსი, “
პრემიერი„ფრეიზერის ინსტიტუტის“ რეიტინგს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველო „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში მსოფლიოში მე-5 ადგილზეა.
გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი. ჩვენ ხალხს ვპირდებით განვითარებას, მშვიდობას და სტაბილურობას და ამას ვერავინ აღუდგება წინ, ვერავითარი მტერი, შიდა თუ გარე ძალები“, – აღნიშნა პრემიერმა.