აშენდება გუდაურის შემოვლითი გზა, რომლითაც იქ ჩასვლა მხოლოდ 1 საათში იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ეს გზა გუდაურს ევროპული ტიპის კურორტად აქცევს.
„აშენდება გუდაურის შემოვლითი გზა, რომლითაც გუდაურში 1 საათში იქნება შესაძლებელი ჩასვლა თბილისიდან, რაც განტვირთავს მას და აქცევს ევროპული ტიპის კურორტად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის ინფორმაციით, გუდაურის შემოვლითი გზა 5 კილომეტრიანი იქნება და კურორტზე მისვლა უფრო უსაფრთხო გახდება.