LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასადის რეჟიმი გაქრება, თუ ირანელები ჩვენს წინააღმდეგ იმოქმედებენ – ისრაელის თავდაცვა

111

ასადი და მისი რეჟიმი რუკიდან გაქრებიან, თუ ირანელები სირიის ტერიტორიიდან ისრაელის წინააღმდეგ იმოქმედებენ, – ამ განცხადებას ისრაელის თავდაცვის უწყება აკეთებს, რომელსაც Jerusalem Post ავრცელებს.

“ასადის რეჟიმი და თვითონ ასადი რუკიდან გაქრებიან თუ ირანელები შეეცდებიან ისრაელს ან ისრაელის ინტერესებს სირიის ტერიტორიიდან ზიანი მიაყენონ. ირანს რჩევას ვაძლევთ არ ჩაერიონ, ვინაიდან ისრაელი მტკიცედ განწყობილია, რომ ეს საკითხი ბოლომდე მიიყვანოს“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანმა Jerusalem Post -თან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები