LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო ინსპექტორმა პრემიერის ვაქცინაციის მეორე დოზაზე რეგისტრაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

1719
ღარიბაშვილი აცრა

სახელმწიფო ინსპექტორმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვაქცინაციის მეორე დოზაზე რეგისტრაციის კანონიერების შემოწმების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავოს, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე პირთა თვითნებური დარეგისტრირებისგან.

„2021 წლის 3 სექტემბერს, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტით და ამავე ფაქტზე მოქალაქეთა მომართვით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პერსონალური მონაცემების გამოყენებით, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე, ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრი დაარეგისტრირა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში – https://booking.moh.gov.ge/, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მეორე დოზის გაკეთების მიზნით.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ვაქცინაციის პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში მონაცემთა სუბიექტის რეგისტრაციის პროცესის კანონიერების შემოწმება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავოს, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, ზემოაღნიშნულ სისტემაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე პირთა თვითნებური დარეგისტრირებისგან, რათა თავიდან იქნეს აცილებული სხვა პირთა უფლებების დარღვევა და ხელი არ შეეშალოს ვაქცინაციის პროცესის ადმინისტრირებას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები