LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს დღეს მოაწერს

54
ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს დღეს მოაწერს. ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოსაწერად ნაციონალური მოძრაობის წევრები 10:45 საათზე მივლენ.

პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მიუხედავად 19 აპრილის დოკუმენტში პარტიისთვის მიუღებელი გარკვეული დებულებებისა, რის გამოც ამ დრომდე პოლიტიკურმა სუბიექტმა შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, „არსებული უმძიმესი სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ“, შექმნილ მდგომარეობაში თავს ვალდებულად მიიჩნევენ საკუთარ მოსაზრებებზე მაღლა დადგნენ და 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები