Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს სამხედროებს ღირსეული პირობები შევუქმნათ – პრემიერმა „ჯარის ქალაქის მშენებლობა მოინახულა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს სამხედროებს ღირსეული პირობები შევუქმნათ – პრემიერმა „ჯარის ქალაქის მშენებლობა მოინახულა

56
1614258484-ირაკლი-ღარიბაშვილი-1-e1615783465431

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მახათას მთაზე „ჯარის ქალაქი – Army City“-ს მშენებლობა მოინახულა. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რომ ჩვენს სამხედროებს ღირსეული პირობები შეუქმნან.

პრემიერის თქმით სამხედრო ქალაქი 1 050 სამხედრო მოსამსახურეზეა გათვლილი, მშენებლობა კი 2022 წლის ზაფხულში დასტულდება.

„გასული წლის ოქტომბერში დავიწყეთ „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა და უკვე 28 კორპუსი აშენებულია. სამშენებლო კომპანია ძალიან მაღალი ტემპით მუშაობს და პროექტი, „ჯარის ქალაქი“, რომელიც გათვლილია 1 050 სამხედრო მოსამსახურეზე 2022 წლის ზაფხულში დასრულდება. ეს არის პირველი ფაზა და შემდეგ ხუთი ასეთი პროექტის დაწყება არის დაგეგმილი ამ ტერიტორიაზე და ეს რეალური იქნება ჩვენი გმირი ჯარისკაცების ახალი უბანი. ჩვენ, მთავრობა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს სამხედროებს ღირსეული პირობები შევუქმნათ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბინათმშენებლობის პროექტის მიხედვით მახათას მთაზე ოფიცრებისთვის 7-სართულიანი 39 კორპუსი შენდება, რომელშიც 1 092 ბინა განთავსდება.

„ჯარის ქალაქში“ სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში საშუალოდ 100 დოლარის გადახდა მოუწევთ. ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს საშუალება ექნებათ, არა საბანკო გარანტიებით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ. „ჯარის ქალაქში“ მოეწყობა ბავშვებისთვის გასართობი სივრცეები, შიდა გზები, რეკრეაციული და პარკირების ზონები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები