LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება

60
ნიკა-მელია

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება.

სხდომას თავად ბრალდებული არ დაესწრება.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.

მელიას წინა სასამართლო პროცესი 27 მაისს გადაიდო, მაშინ მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ პროკურატურამ დემონსტრაციულად დაარღვია შეთანხმება, რომ დასაკითხ მოწმეთა შესახებ ადვოკატების წინასწარ ინფორმირებას მოახდენდნენ.

კონდახიშვილის თქმით, ბრალდების მხარემ ადვოკატების ინფორმირება არ მოახდინა – თუ რომელი მოწმეების დაკითხვას აპირებდნენ სასამართლო პროცესზე.

მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. 13 აპრილს აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა.

ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის.

2019 წლის 27 ივნისს, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა, სამაჯურის საჯაროდ მოხსნის შემდეგ, აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მისი გადაუხდელობის გამო კი მელია დააპატიმრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები