LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს, ღარიბაშვილმა ფაქტობრივად ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხსა და ტელევიზიებს პროპუტინურ ძალებზე დაყრდნობით: დამენია

32
lasha damenia

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა დამენია, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ ბრიფინგსა და განცხადებებს ეხმაურება.

დამენიას თქმით, საკუთარი განცხადებებით ღარიბაშვილმა ფაქტობრივად ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხსა და ტელევიზიებს პროპუტინურ ძალებზე დაყრდნობით.

დამენიამ აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის დღევანდელმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ 5-6 ივლისის მოვლენები იყო ხელისუფლების მოწყობილი.

„დღეს ღარიბაშვილმა ფაქტიურად ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს, საკუთარ ტელევიზიებს, პროპუტინურ ძალებზე დაყრდნობით, მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ 5 ივლისი იყო პირდაპირ მთავრობის მოწყობილი და ამისათვის ღარიბაშვილმა და მთელმა მისმა გუნდმა უნდა აგოს პასუხი, საქართველოს მათთან ერთად განვითარება არ უწერია, საქართველოს საზოგადოებამ ყველაფერი უნდა ქნას, რათა რაც შეიძლება მალე მოშორდეს ბიძინა ივანიშვილის მარიონეტები და კაციჭამიები საქართველოს.“ – განაცხადა დამენიამ.

„მთავარი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ პირდაპირ იმართება სააკაშვილისგან, ზედმეტი კეკლუცობა საჭირო არაა – პრემიერი

მე გარანტიას ვიძლევი, რომ ყველა ის მოძალადე, რომელიც ჩართული იყო აღნიშნულ პროვოკაციაში, იქნება სამაგალითოდ დასჯილი: პრემიერი ლაშქარავას გარდაცვალებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები