LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილს ლიდერობა არ აკლია” – ანრი ოხანაშვილი კელი დეგნანს პასუხობს

70
BeFunky-collage (12)

“ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილს ლიდერობა არ აკლია”- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის ელჩის შეფასებას გამოეხმაურა.

„მე ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არ აკლია არანაირი ლიდერობა. ჩვენი მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორების რჩევას, რა თქმა უნდა, ვიღებთ, თუმცა ეს არის ქალბატონი ელჩის სუბიექტური და პერსონალური შეფასება“,-განაცხადა ოხანაშვილმა.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მოლოდინი იყო, რომ 5 ივლისს განვითარებული მოვლენებისას პრემიერ-მინისტრი შეასრულებდა მთავარ როლს სიტუაციის დაწყნარებაში. ელჩის თქმით, „სამწუხარო იყო, რომ ამ დღეებში ვერ ვნახეთ უფრო ძლიერი ლიდერობა“.

5 ივლისი საქართველოსთვის იმედგაცრუების დღე იყო: კელი დეგნანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები