LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ზაზა გახელაძე რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს თავის ოჯახში: ირაკლი ღარიბაშვილი

69
GARIBA GAXELADZE

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ზაზა გახელაძე რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს თავის ოჯახში“, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობა ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს და ყველა საშუალება აქვს ჩართული, რათა ირაკლი ბებუასა და ზაზა გახელაძის გათავისუფლება რაც შეიძლება მალე მოხდეს.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გახელაძე რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს თავის ოჯახში. ყველა დონეზე, ყველა პლატფორმაზე, ყველა საუბარში ჩვენ ამის თაობაზე გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკებები და აბსოლუტურად ყველა საშუალება გვაქვს ჩართული, რომ რაც შეიძლება მალე იქნას გამოშვებული გახელაძე და ბებუა. იუსტიციის სამინისტრომ, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ახალი სახელმწიფოთაშორისო საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში 2018 წლის 21 აგვისტოს შეიტანა. საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებს. გარდა ამისა, საჩივარი ფარავს განგრძობადი ოკუპაციის ფარგლებში მომხდარ ყველა ინციდენტს, შესაბამისად, გახელაძის ინციდენტიც მოექცა საჩივრის ფარგლებში. სასამართლომ ამ საქმის განხილვა 2021 წლის 11 ივნისს განაახლა და დარწმუნებული ვართ, რომ ეს საქმეც ისეთივე წარმატებით დასრულდება, როგორც 2008 წლის ომის საქმე, რომელიც ძალიან წარმატებით დავასრულეთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები