თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ შავ ზღვაში 135 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინეს.
ერდოღანმა ზონგულდაქის პროვინციაში ფილიოსის პორტის გახსნაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ მთლიანობაში, შავ ზღვაში თურქეთის მიერ აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგმა 540 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.
როგორც თურქული მედია წერს, საქარიას საბადოზე ბუნებრივი აირის მოსაპოვებელი სამუშაოების დაწყება 2023 წლიდან იგეგმება.