LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება ითქვას, რომ მე და ნიკა მელია შევრიგდით: ალეკო ელისაშვილი

110
ალექსანდრე-ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „შეიძლება ითქვას, რომ ის და ნიკა მელია შერიგდნენ“.

მისი განცხადებით, „ერთმანეთში გაარკვიეს ურთიერთობა“.

„ვსაუბრობდით იმ ჩვენს არასასიამოვნო გადაძახილ-გადმოძახილზე, რომელიც მანამდე იყო და მინდა ვთქვა, რომ ჩვენს შორის გაირკვა რაღაცები, ჩემს და ნიკას შორის. შეიძლება ვთქვათ, რომ შევრიგდით. ჩვენ ერთმანეთში გავარკვიეთ პირადი ურთიერთობა“, – განცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი ლიდერები ერთმანეთს, ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის დროს შეხვდნენ, სადაც სასტუმროს ეზოში რამდენიმე წუთის განმავლობაში ისაუბრეს.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრებისა და ამერიკელი სენატორების რობ პორტმანისა და ჯინ შაჰინის საქმიანი შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.