LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელთან დაკავშირებით პრემიერი გადადგა, ამან „ქართული ოცნების“ იმიჯი ძალიან დააზიანა – მამუკა მდინარაძე

54
მამუკა მდინარაძე

ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, მისი პრემიერ-მინისტრი გადადგა „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელთან დაკავშირებით, თან რეალური არგუმენტი არ არსებობდა. ამან „ქართული ოცნების“ იმიჯი ძალიან დააზიანა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, გიორგი გახარიას გუნდსა და „ქართულ ოცნებას“ შორის არანაირი გარიგება არ არსებობს.

“გამოჩნდება ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მოკლეფეხებიანი გამოჩნდება ეს ტყული. ამას არავის ვურჩევდი“

“დღეს, ვიღაცები დადიან და ამბობენ, რომ თითქოს, ეს არის გარიგებული და შეთანხმებული პროექტი ხან ბიძინა ივანიშვილთან, ხან „ქართულ ოცნებასთან“. თუ უნდა იმ ხალხს ოპოზიციონერობა, წავიდნენ და მიაღწიონ წარმატებას სიმართლით და არა „ქართული ოცნების“ ხარჯზე.

შეიძლება ტყუილს მდაბიო არ დავარქვათ, თავის საქმე თვითონ იციან, მაგრამ როდესაც შენ ცდილობ პარაზიტობას რომელიმე პარტიის ინტერესებზე და ხმებზე, არ არის კარგი საქციელი. მაშინ ღიად უნდა დააფიქსირონ, რომ არანაირი გარიგება არ არის, ეს არის ტყული იმისთვის რომ ვიღაცამ დაიჯეროს, „ქართული ოცნების“ განაყოფებია და ხმების ნაწილი წაიღოს. გამოჩნდება ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მოკლეფეხებიანი გამოჩნდება ეს ტყული. ამას არავის ვურჩევდი“,-აღნიშნავს მდინარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები