„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა აცხადებს, რომ მისი შვილი ბოლომდე გმირულად იდგა. მისი თქმით, ის დეპუტატები და პოლიტიკოსები, რომლებიც ნიკა მელიაზე ქილიკით საუბრობენ, სათანადო პასუხს მიაგებს.
„ნიკა მელია გამოვა საპატიმროდან და ყველას კაცობისა და ვაჟკაცობის გაკვეთილებს ჩაუტარებს.“ -აცხადებს ანზორ მელია.
ანზორ მელია „ტვ პირველთან“ საუბარში აცხადებს, რომ როდესაც პენსიაზე გავა, აუცილებლად დაინტერესდება და გაარკვევს ეს დეპუტატები და პოლიტიკოსები ვინ არიან და საიდან მოდიან.
მან ასევე განმარტა, რომ შევა თუ არა ნიკა მელია პარლამენტში და დაიწყებს თუ არა ის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანში მუშაობას, ეს მის გუნდზეა დამოკიდებული.
ცნობისთვის, დღეს ორთვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებას ნიკა მელია დატოვებს.