საქართველოს პრემიერ-მინისტრი მართლმადიდებელ საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. პრემიერი საზოგადოებას მშვიდობას და ბედნიერებას უსურვებს.
„ვულოცავ ყველა ქრისტიანს, ვინც დღეს აღნიშნავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! აღდგომა გვავსებს სიხარულითა და იმედით – სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების რწმენით.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ვუსურვებ მათ ბედნიერებას, მშვიდობას, სიკეთეს და ჯანმრთელობას.
ქრისტე აღდგა!“, – წერს პრემიერ-მინისტრი Facebok-ზე.