“რაც უფრო სწრაფად გამოვლენ ციხიდან ნიკა მელია და გიორგი რურუა, მით უფრო სწრაფად შევძლებთ ჩავერთოთ საპარლამენტო მუშაობაში”,-ამის შესახებ „ლელო – საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში განაცხადა.
მან მმართველ გუნდს მოუწოდა, რომ აღნიშნულ საკითხს პასუხისმგებლობით მიუდგნენ.
„როდესაც ორი ადამიანი იქნება გარეთ, ჩვენ რა თქმა უნდა, პარლამენტში მუშაობას შევუდგებით. შესაძლებელია თუ მანამდე, ამნისტიის კანონამდე ვერ გათავისუფლდა ეს ხალხი, მაშინ ალბათ, ამნისტიის კანონს უნდა დავუჭიროთ მხარი იმისათვის, რომ ეს ხალხი გამოვიდეს გარეთ. რაც უფრო სწრაფად გამოვლენ ეს ადამიანები, ეს ჩვენ ვუთხარით ბატონ შარლ მიშელს, მით უფრო სწრაფად შევძლებთ ჩავერთოთ საპარლამენტო მუშაობაში. მე მინდა მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“, რომ პასუხისმგებლობით მიუდგნენ ამ საკითხს, რომ ეს დეესკალაცია და კრიზისის განმუხტვა ჩვენ ქვეყანას სჭირდება. რაღაც სიჯიუტის გამო ნუ შექმნიან ისეთ წინააღმდეგობას, რომელიც ხელს შეუშლის ამ ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.