LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკურ კრიზისს განმუხტვა სჭირდება, კარგია, რომ პრეზიდენტმა რურუას გათავისუფლების მზაობა ღიად დააფიქსირა: ელისაშვილი

74
ალეკო ელისაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, გიორგი რურუას საპატიმროდან გათავისუფლების შესახებ, პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აფასებს და ამბობს, რომ კარგია, სალომე ზურაბიშვილმა მზაობა ღიად რომ დააფიქსირა.

მზად ვარ, მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება – სალომე ზურაბიშვილი რურუას შეიწყალებს

ელისაშვილის განცხადებით, პოლიტიკურ კრიზისს ახლა განმუხტვა სჭირდება:

“კარგია, რომ პრეზიდენტი მზად არის შეწყალებასთან დაკავშირებით, რადგან მას რურუა უყვარს თუ არა, ან ვინმეს უყვარს თუ არა გიორგი რურუა, კითხვები აქვს თუ არა მის წარსულთან დაკავშირებით, ამას ახლა არ აქვს მნიშვნელობა. პოლიტიკურ კრიზისს განმუხტვა სჭირდება. ამისთვის ასეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სალომე ზურაბიშვილმა. კარგია, რომ ასეთი მზაობა ღიად დააფიქსირა.” – განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მზად არის მიიღოს მისთვის სკანდალური გადაწყვეტილება.

მისი თქმით, გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდანვე 1 კვირის ვადაში კი ხელს მოაწერს შეწყალების აქტს.

შეძრწუნებული ვარ, უარიც შეიძლება წარმომედგინა, მაგრამ ასეთი მდაბიო ვაჭრობა ყველას შეურაცხყოფაა: უგულავა პრეზიდენტის გადაწყვეტილებზე

ამორალურია, როცა საპყრობილეში მყოფი ადამიანის თავისუფლებით ვაჭრობენ: ხატია დეკანოიძე პრეზიდენტის განცხადებას აფასებს

პრეზიდენტი ძალიან კრიტიკულ სიტუაციაში ვაჭრობაში ჩაერთო და პირობები დააყენა, მისი განცხადება კომპრომისს ხელს უშლის: ბუაძე რურუას გათავისუფლებაზე