LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მმართველი პარტია მზადაა, მოლაპარაკება შედგეს ყველაზე რადიკალურ ოპოზიციასთანაც კი: მამუკა მდინარაძე

82
mdinaradzee

“მმართველი პარტია მზადაა მოლაპარაკება გააგრძელოს „ოპოზიციის ყველაზე დესტრუქციულ ნაწილთანაც“,-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თუ ოპოზიციის მხრიდან გადაიდგმება კონსტრუქციული ნაბიჯიები, მოლაპარაკებები შედეგიანად დასრულდება.

“მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი მზაობაა მოლაპარაკება შედგეს ყველაზე რადიკალურ ოპოზიციასთანაც კი.

ბუნებრივია, როგორც აქამდე იყო ისევ ისე რჩება დღის წესრიგში. ყველა საკითხზე, რაც განსახილველად დევს მოლაპარაკების მაგიდასთან, არსებობს ან უკვე გადადგმული ნაბიჯები, ან გვაქვს კომპრომისული წინადადებები და ასევე, გვაქვს საკითხის გადაწყვეტის გზები, რომელზეც იყო საუბარი, მათ შორის, მოლაპარაკებათა მაგიდასთან და მის დროს. შესაბამისად,

თუ ოპოზიციის მხრიდან გადმოდგმული იქნება რაიმე სახის კონსტრუქციული ნაბიჯი, ჩვენ უკვე შევძლებთ მოლაპარაკების შედეგიანად დამთავრებას და ეს არ არის მხოლოდ პარტიების ინტერესი და პარტიების ინტერესზე არ უნდა ვსაუბრობდეთ ჩვენ.

უნდა ვსაუბრობდეთ ქვეყნის ინტერესზე და ქვეყნის ინტერესია, ამ რთული გამოწვევების ფონზე ჩვენ მივაღწიოთ შეთანხმებას, რათა ერთად გავაგრძელოთ მუშაობა და არა ასე დესტრუქციულ რეჟიმში, როგორც პანდემიისგან მიყენებული ზიანის, ეკონომიკური ზიანის აღმოფხვრაზე, ასევე სხვა საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის“, – განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები