LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუხედავად გარე და შიდა უსაფრთხოების გამოწვევებისა, ნატოსთან ინტეგრაციის პროცესში წინ მივდივართ: პრემიერი

75
ირაკლი-ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2020 წელი ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის მიღებით აღინიშნა. მისი თქმით, ეს განახლებული შეთანხმება მას უფრო ამბიციურ დონეზე აიყვანს და თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებზე მეტად იქნება მორგებული.

“მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მადლობა გადავუხადო ყველა მოკავშირეს აქტიური მხარდაჭერისა და ამ მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობისთვის,” – განაცხადა  ნატოს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, მიუხედავად გარე და შიდა უსაფრთხოების გამოწვევებისა საქართველო აძლიერებს რეფორმებს და წინ მივდივართ ინტეგრაციის პროცესში.

„იმედი გვაქვს, რომ საქართველო-ნატოს განახლებული არსებითი პაკეტი მომავალში კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისა და მოკავშირეებისგან. ნატომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში და ჩვენი გამძლეობის გაზრდაში, ჩვენ ვაძლიერებთ რეფორმებს, დღის წესრიგს და წინ მივდივართ ინტეგრაციის პროცესში, მიუხედავად გარე და შიდა უსაფრთხოების გამოწვევებისა.

ეფექტურობას დაფუძნებული მიდგომა, კვლავ რჩება ნატოს ღია კარის პოლიტიკის მთავარ ასპექტად ამიტომ, საქართველოს წინადადების, მისი თავდადების და ევროატლანტიკური უსაფრთხოების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ საქართველოს დაწინაურების დრო დადგა. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება სრულად შესრულდება, რაც კონკრეტულ და ხელშესახებ ნაბიჯებს გამოიწვევს, რომლებიც მიზნად ევროატლანტიკურ ოჯახში სრულ წევრობას ისახავს “, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.