LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ნიკა მელიას და გიორგი რურუას არ გამოუშვებენ, სხვა ყველა საკითხზე კონსენსუსის მიღწევა გაგვიჭირდება: სერგი ჩიხლაძე

97
სერგო ჩიხლაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ, რადიო “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში”, ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განცხადებით, “სტრატეგია აღმაშენებელი” დანიელსონთან შეხვედრას ხვალ დილით გამართავს, სადაც ოპოზიცია 6 საკითხის დაყენებას აპირებს. აქედან მნიშვნელოვანი პოლიტპატიმრების ნიკა მელიას და გიორგი რურუას საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლებაა.

მისივე განცხადებით, თუ ნიკა მელიას და გიორგი რურუას არ გამოუშვებენ, მაშინ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონსენსუსის მიღწევა გაჭირდება, რადგან ეს მორალური ღირებულებების საკითხია.

ოპოზიცია შეხვედრაზე 6 საკითხს დააყენებს. არსებობს სამოლაპარაკებო ჩართო, რომელიც შარლ მიშელის დროს შედგა. ყველა ეს საკითხი იქნება განხილული. ესენია: პოლიტიკური მართლმსაჯულების, პოლიტპატიმრების თემა, საარჩევნო კანონმდებლობის მიმართულებით ცვლილებები და რეფორმები, სასამართლო რეფორმა, რომელიც შარლ მიშელმა ჩაამატა და ვადამდელი არჩევნების თემა. ეს საკითხები იქნება, რაზეც ძირითადად პოზიციები უნდა დაახლოვდეს. კრისტიან დანიელსონი უკვე შეხვდა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს და სავარაუდოდ, მათი პოზიციები იცის. ახლა უკვე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე გაივლის ამ საკითხებს.

ქართული ოცნება ყველა აღნიშნულ საკითხებზე, შემხვედრი და ადეკვატური წინადადებებით არის მისული, ვგულისხმობ პოლიტპატიმრების თემას და ვადამდელი არჩევნების შესახებ მსჯელობას.

ურთიერთკომპრომისებისთვის უნდა იყოს მზად, როგორც “ქართული ოცნება” ასევე ოპოზიცია. გამიჭირდება პასუხის გაცემა კონკრეტულად რა საკითხზე იმიტომ, რომ ეს დამოკიდებულია, რა კონკრეტული წინადადებით არის მისული ქართული ოცნება ამ საკითხებთან დაკავშირებით.

ოპოზიციას რამდენიმე ვარიანტი შეთავაზებული გვაქვს, იგივე ვადამდელ არჩევნებზე, რაშიც ვგულისხმობ ვადებს, თარიღებს, პლებისციტს. ჩვენ არ ვიცით დღეს რა მიიტანა ქართულმა ოცნებამ ამის საპირწონედ. ამის მიხედვით უნდა მოხდეს პოზიციების დაახლოება. 

საკითხები, რაზეც ოპოზიციას კონსენსუსი აქვს მიღწეული, ეს არის პოლიტპატიმრების თემა. ნიკა მელია და გიორგი რურუა თუ არ იქნებიან გამოშვებული, სხვა ყველა საკითხზე კონსენსუსის მიღწევა გაგვიჭირდება, რადგან ეს საკითხი სამართლებრივ საკითხსაც კი შორდება და მორალური ღირებულებების საკითხია. ვიმედოვნებ რომ ეს საკითხი არ იქნება შემაფერხებელი”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ რადიო “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში”.