LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტიან დანიოლსონი პრემიერ-მინისტრს ხვდება

97
ღარიბა და დანიელსონი

ამ წუთებში საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება.

მხარეებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრემიერი,ირაკლი ღარიბაშვილი მედიასთან კომენტარს გააკეთებს.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრამდე კრისტიან დანიელსონმა ათონელის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

კრისტიან დანიელსონი თბილისში იმყოფება

დანიელსონის ვიზიტის მიზანია პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლება. არსებული პოლიტიკური დაძაბულობის დასაძლევად, მხარეებს შორის მედიატორობას ის ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, კარლ ჰარცელთან ერთად შეეცდება. კრისტიან დანიელსონი მედიის წარმომადგენლებს 13.00 საათზე შეხვდება.