LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილის ნარატივი იცვლება იმის მიხედვით, ვის ელაპარაკება: ნონა მამულაშვილი

256
imedinews-27

“ირაკლი ღარიბაშვილის ნარატივი იცვლება იმის მიხედვით, ვის ელაპარაკება”, – ასე შეაფასა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნონა მამულაშვილმა პრემიერ მინისტრის მზაობა დიალოგისთვის.

როგორც მან “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში” განაცხადა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა შედეგი გამოიღო.

“ჩვენ ვისმენდით ირაკლი  ღარიბაშვილის აგრესიულ რიტორიკას. მან ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს ტერორისტი უწოდაა და დღეს ის მზად არის ჩვენთან მოსალაპრაკებლად. იმ ზეწოლამ, რომელიც ხორციელდებოდა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან შედეგი გამოიღო. ღარიბაშვილს მოუწევს დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან”, – განაცხადა ენმ-ის წევრმა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მმართველ გუნდს მხარეებს შორის დიალოგის გასაგრძელებლად მზაობა აქვს. მან ეს განცხადება შარლ მიშელის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.

ამ წუთებში კი შარლ მიშელის ორგანიზებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმართება, რომელსაც პრეზიდენტი მასპინძლობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები