LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის, ბატონი მელიასა და გიორგი რურუას დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ: აშშ-ს სენატორები და კონგრესმენები

122
The Capitol - Washington DC

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, „ნაციონალური მოძრაობის“ სათაო ოფისში ძალადობრივი შეჭრის, მისი ლიდერის, ნიკა მელიასა და ათობით აქტივისტის დაპატიმრების შესახებ, სერიოზულად შემაშფოთებელია”, – ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები და კონგრესმენები საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ავრცელებენ.

“პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების აღსასრულებლად სამართალდამცავი ძალებისა და სასამართლო სისტემის კორუმპირებული გამოყენება საფრთხეს უქმნის იმას, რაც საქართველოს დარჩა დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური გზისგან. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის, ბატონი მელიასა და გიორგი რურუას დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოში პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს და მოლაპარაკებები აწარმოოს კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ“.– აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი სენატორი, ჯიმ რიში, მისი დემოკრატი კოლეგა, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი და წარმომადგენელთა პალატის მხრიდან, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები – რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი და დემოკრატი ჯერი კონოლი.

აგრესიული რევანშიზმის პოლიტიკა აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს – პროფესორ-მასწავლებლები ხელისუფლებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

ქიმიური საშუალება საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით გამოიყენეს – საია ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციაზე