ვაქცინაციის სწრაფი ტემპის გამო, ისრაელში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა.
ქვეყნის მასშტაბით, მუშაობა განაახლა სავაჭრო ცენტრებმა, ღია ბაზრობებმა, თეატრებმა, სპორტულმა დარბაზებმა და მუზეუმებმა. კვლავ ძალაშია სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულება.
BBC-ის ინფორმაციით, ქვეყანაში ფაიზერის ვაქცინამ 95.8%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
სოციალური დისტანციის დაცვა ისრაელში კვლავ სავალდებულოა.
გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის ისრაელში სულ მცირე, მოსახლეობის 50%-მა პროცენტმა ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა.
გასული წლის დეკემბერში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსს დაამარცხებს.
საქართველოში ვაქცინის შემოტანა ერთი კვირით გადაიდო.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 111 055 945 შემთხვევა გამოვლინდა, 2 460 216 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 62 598 480 – გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 28 075 801 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 497 574 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.