LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურორმა პარლამენტს მელიასთვის პატიმრობის შეფარდებით მიმართა

106
ამირან გულუაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ნიკა მელიას პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა დეპუტატებს “ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარისთვის აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით მიმართა და აღნიშნა, რომ მელიას გირაოს უზრუნველსაყოფად საკმარისი უძრავი ქონება გააჩნია, თუმცა მან ეს მოთხხოვნა უგულებელყო და შესაბამისად, პროკურორმა მისთვის სასჯელი მოითხოვა.

“მოგესალმებით, წარმოგიდგენთ საქართველოს გენერალური პროკურორის წინადადებას, საქართველოს პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების – გირაოს, უფრო მკაცრი ღონისძიების სახით, პატიმრობით შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე, გენერალური პროკურატურისათვის თანხმობის შესახებ,” – განაცხადა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ამირან გულუაშვილმა და დეპუტატებს მადლობა გადაუხადა.

ინფორმაცია განახლდება