ესპანეთის ეკონომიკის მინისტრის, ლუის დე გინდოსის, განცხადებით, კატალონიის დამოუკიდებლობის მცდელობის ფონზე, ევროკავშირი მხარს უჭერს ესპანეთის მთავრობას.
„ეს არ შეეხება დამოუკიდებლობის საკითხს, ეს სამართლებრივი სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხის საკითხია. სამართლებრივი სახელმწიფო არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ სრულიად ევროპაში თანაცხოვრების საფუძველს წარმოადგენს,“ – განაცხადა ესპანეთის ეკონომიკის მინისტრმა.
მისი თქმით, ესპანეთის მთავრობას ყველამ დაუჭირა მხარი.
აღსანიშნავია, რომ დღეს კატალონიის ავტონომიური მთავრობის ხელმძღვანელი კარლეს პუჩდემონი კატალონიის პარლამენტში გამოვა და პოლიტიკურ სიტუაციას განმარტავს.