LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინზე დასმული შეკითხვისას ღარიბაშვილის პასუხი ჟურნალისტებს: “პუტინისტები ხართ თქვენ”

245
BeFunky-collage (7)

აგვისტოს ომი არის ჩვენი, ყველას ტრაგედია, რომელმაც ქვეყანას უზარმაზარი ნგრევა და დესტაბილიზაცია მოუტანა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ყოფნისას განაცხადა.მისივე თქმით, ოკუპაცია უნდა დასრულდეს, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს.

ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ იყო აგვისტოს ომთან დაკავშირებით მთავრობის განცხადებებში პუტინი ნახსენები, ირაკლი ღარიბაშვილმა არ უპასუხა, თუმცა ყოფილი ხელისუფლება გააკრიტიკა.

გახარია: რუსეთის ჯარი შემოიჭრა საქართველოში, მაშინდელი ხელმძღვანელობის, მათ შორის პუტინის დავალებით

“რუსული ოკუპაცია განაპირობა თქვენმა ბელადმა” – უთხრა ღარიბაშვილმა “ფორმულას” ჟურნალისტს – “სააკაშვილმა და თქვენი ტელევიზიის დამფინანსებელმა კეზერაშვილმა, რომელმაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები მიატოვა ომში. ჟურნალისტებს არ ვუწოდებ [პუტინისტებს], მე ვუწოდე “მთავარ არხს” და “ფორმულას” და ნაცმოძრაობას. თქვენ განაპირობეთ პუტინის შემოსვლა საქართველოში”, – უთხრა თავდაცვის მინისტრმა

“საქართველოს ომი არ დაუწყია! რუსეთი ოკუპანტია!” – მეუფე მელქისედეკ ხაჩიძე

რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, ომიდან 12 წლის შემდეგაც შეუსრულებელია.2008 წლის აგვისტოს ხუთდღიან საომარ მოქმედებებს დღეს ტრადიციულად მუხათგვერდის სასაფლაოზე იხსენებენ – იქ, სადაც ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპული გმირები არიან დაკრძალულნი.

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, პრემიერიმინისტრმა, მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებმა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები