LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანში ზუმბა აიკრძალა, რადგან ეს “ისლამს ეწინააღმდეგება”

248

ირანში აერობიკა „ზუმბა“ აიკრძალა, ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ვარჯიშის ეს სახეობა ისლამს ეწინააღმდეგება.

„ზუმბა, რომელიც რიტმულ მოძრაობებს, ან – ცეკვის ელემენტებს შეიცავს, არცერთი ფორმით ან სახელწოდებით არ არის დასაშვები“ – აცხადებს ირანის სპორტის ფედერაციის ხელმძღვანელი, ალი მაჯდარა.

სოციალური ქსელების ირანელი მომხმარებლები აკრძალვას აპროტესტებენ, პოსტები ჰეშთეგით #Zumba გაჩნდა. უკმაყოფილოები არიან აერობიკის ინსტრუქტორებიც.

„ზუმბას უკვე 12-13 წელია ვასწავლით, ახლა კი ხელისუფლება ვარჯიშს და ცეკვას გვიკრძალავს. საქმიანობას აუცილებლად გავაგრძელებთ, თუმცა ცეკვას სხვა სახელს დავარქმევთ,“ – ამბობს თეირანის ერთ-ერთი სპორტკლუბის მენეჯერი ადგილობრივ გაზეთთან.

ენერგიული კოლუმბიური ცეკვის ელემენტებით შემდგარი აერობიკა ზუმბა ბოლო წლების მანძილზე მთელს მსოფლიოში ვარჯიშის პოპულარულ სახეობად იქცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები