LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Microsoft-ის 1 მილიარდიანი პროექტი საქართველოს ბაზარსაც მოიცავს

75

“Tech4Good” – ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების

გაძლიერების ახალი შესაძლებლობები

ვაკის პარკში მდებარე მედიათეკაში 2017 წლის 16 ივნისს, 14:00 საათზე, Microsoft-ის პროექტ “Tech4Good”-ის ღონისძიება ჩატარდება.

პროექტის მიზანია საზოგადოებას გააცნოს ახალი ტექნოლოგიური პროგრამები, რომლებსაც Microsoft-ი  არასამთავრობო სექტორს შესთავაზებს.

პროექტი საქართველოში ორგანიზაციის გლობალური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და იგი კომპანიის ფილანტროპული საქმიანობის ნაწილს წარმოადგენს. პროექტის ბიუჯეტი 1 მილიარდია და იგი  70 000-ზე მეტ არაკომარციულ-არასამთავრობო ორგანიზაციას მოხმარდება.

საქართველოში პროექტის პრეზენტაციას დაესწრებიან მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები, რომლებიც გაეცნობიან ტექნოლოგიების სფეროში არსებულ სიახლეებსა  და ტექნოლოგიურ პროგრამებს, რომელთა გამოყენებაც მაღალეფექტურია არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დროს.

ღონისძიების განმავლობაში, Microsoft-ის წარმომადგენლები საზოგადოებას ასევე გააცნობენ კომპანიის ახალ ტექნოლოგიას Microsoft Azure-ს, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს ჰქონდეთ საკუთარი მონაცემთა ცენტრები (სერვერები); შეხვედრაზე ასევე, მოხდება ახალი პროგრამების პრეზენტაცია, რომელიც ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს ეკონტაქტონ დონორებს და საზოგადოებას უფრო ეფექტური საშუალებებით. ასევე საუბარი იქნება Office 365-ის შესაძლებლობებზეც, რომელიც უზრუნველყოფს Outlook, Word, Excel და Power Point-ის ონლაინ ვერსიების ონლაინ გამოყენებას.

ღონისძიების ფარგლებში, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოწვეული მთავარი გამომსვლელები ისაუბრებენ არასამთავრობო ორგანიზაციებში ტექნოლოგიების გააქტიურების მნიშვნელობაზე, რათა ისინი გახდნენ უფრო ეფექტურები და მრავალფეროვანი პროგრამები მიაწოდონ თემებს. ისინი ასევე ისაუბრებენ საკუთარი გამოცდილების შესახებ Microsoft-ის ახალი პროდუქტების შესახებ. ისინი მონაწილეებს გამოცდილებას გაუზიარებენ, თუ როგორ ისარგებლებენ ქართული არასამთავრობო ორგანიზციები ზემოხსენებული პროგრამების ფასდაკლების სისტემებით და მიიღებენ უფასო პროდუქციას.

“Tech4Good” ღონისძიება თბილისში ორგანიზებულია Microsoft-ის მიერ, PH International-თან პარტნიორობით, რომელიც საერთაშორისო ლიდერია ეფექტური და მაღალხარისხიანი პროგრამების მიწოდებით და საქართველოში აქტიურად მუშაობს 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები