საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე საფრანგეთში იმყოფება. მისი პირადი სოცქსელიდან ცნობილი ხდება, რომ სალომე ზურაბიშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკას ფასდაუდებელი გამოცემები გადასცა.
როგორც გიორგი აღნიშნავს:
„გილოცავთ! დღეს საქართველოს და ეროვნულ ბიბლიოთეკას უმნიშვნელოვანესი არქივი გადმოეცა. სალომე და ოთარ ზურაბიშვილებმა მამის, ლევან ზურაბიშვილის უმდიდრესი კოლექცია გამოგვატანეს: ასობით უნიკალური გამოცემა. მათ არაერთი ძველნაბეჭდი წიგნი. მაგალითად: შარდენის პირველი გამოცემა, მარი ბროსეს მრავალტომეული, პარიზის ბალმონტისეული ვეფხისტყაოსანი, მოამბის წლიური კომპლექტები და ა.შ.“
https://www.instagram.com/p/BQvhPftBtxN/