LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ცნობები შემაშფოთებელია” – ირანში კორონავირუსი სავარაუდოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გავრცელებული

32369
BeFunky-collage

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით ირანში არსებულ სიტუაციას შემაშფოთებელს უწოდებს. ბოლო ორი დღის განმავლობაში, ირანში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ოფიციალური ცნობებით კი 5 ადამიანი დაიღუპა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ადჰანომ გებრეიესუსი ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელების შეჩერების შესაძლებლობა მცირდება.

გარდა ამისა, ირანის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ კორონავირუსი არა მარტო ყუმში, არამედ ბევრ ქალაქშია გავრცელებული. ცნობისთვის, ირანის ხელისუფლებამ ქალაქ ყუმში სკოლები და უნივერსიტეტები დახურა. ამ გზით ისინი ვირუსის გავრცელების პრევენციას ცდილობენ.

ამასთან, თეირანში აცხადებენ, რომ ხელისუფლებას 750 ადამიანზე აქვს ეჭვი, რაც ამ ეტაპისთვის დადასტურებული არ არის.ირანში არსებული კორონავირუსის საფრთხის გამო, ერაყმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა.

ინფექციურში ირანის სამ მოქალაქეს აკვირდებიან

ორკვირიანი კარანტინი საჩხერეში – ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე დაბრუნდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები