ვაჟა გაფრინდაშივილს გათავისუფლებასთან დაკავშირებით ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ხვალ ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოთავსდება ყუთი, სადაც სტუმრებს მადლიერების წერილების ჩაგდება შეეძლებათ. წერილები კი საახალწლოდ ექიმის ოჯახს გადაეცემა.
"ემოციებით ვარ დატვირთული, მადლობა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი სიტუაცია..." - ვაჟა გაფრინდაშვილის პირველი კომენტარი (ვიდეო)
"სრულიად მოულოდნელი იყო. არც ველოდი, რომ დღეს ასე მოხდებოდა"
“მეგობრებო, ხვალინდელი თავისუფლების სიგნალის აქცია დიდი სიხარულით შეიცვალა – – 29 დეკემბერს, 19.00 საათზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში (გუდიაშვილის 7) დაგხვდებათ დიდი ყუთი – სადაც თქვენს მადლიერების წერილებს ჩააგდებთ კაცის მიმართ, ვინც ჩვენი ღირსება დაიცვა და საახალწლოდ ოჯახს გადავცემთ.
იგივე შეგიძლიათ ნებისმიერ ქალაქში გაიმეოროთ!
ვაჟა ექიმი თავისუფალია!
ხვალ #მადლიერებისწერილები”- წერს კეკელიძე
ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან ერთად – პირველი ფოტოები პოლიციის განყოფილებიდან