LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიქმნება მუშა-ჯგუფი, რომელსაც კოორდინაციას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე გაუწევს

334
kekelidze

უკანონოდ დატყვევებული ექიმის ოჯახის ინიციატივით, “საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შეიქმნება მუშა-ჯგუფი, რომელსაც კოორდინაციას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე გაუწევს,”-ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

სამაგალითო სიმშვიდით და სიმტკიცით აღსავსე ღირსეული ადამიანები – გიორგი კეკელიძე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახზე

“ძვირფასო მეგობრებო. ოჯახის ინიციატივით, საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შეიქმნება მუშა-ჯგუფი, რომელსაც კოორდინაციას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე გაუწევს. გიორგი კეკელიძის თქმით, ჯგუფში მხოლოდ ოჯახის ნდობით აღჭურვილი საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები და საზოგადოების აქტიური წევრები იქნებიან გაერთიანებული. ახლა საჭიროა ლოზუნგებისგან და პოპულიზმისგან დაცლილი ფრთხილი და ზუსტი მუშაობა, ცხადია, სახელმწიფოებრივი ინტერესის დაცვით – ერთი მხრივ, ეს იქნება მუდმივი და კოორდინირებული კავშირი საზოგადოებასთან, სახელმწიფო ინსტიტუციებთან, დიმპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან (რომელთა უმრავლესობაც ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალური პარტნიორია), ბიზნეს-ჯგუფებთან კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად, მეორე მხრივ, გაიმართება სიმბოლური აქციები, რომელიც ყოველდღიურად შეგვახსენებს ამ საკითხის მნიშვნელობას და აქტუალურობას,-“წერია ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ გვერდზე.

შეგახსენებთ, 20 დეკემბერს, ცხინვალში ე.წ სასამართლო პროცესი გაიმართა, რა დროსაც ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლით და 9 თვით პატიმრობა შეუფარდეს.

ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წელი და 9 თვე პატიმრობა მიუსაჯეს 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები